• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ბობოყვათის მეჩეთი

ბობოყვათის მეჩეთი მდებარეობს სოფელ ბობოყვათისა და ციხისძირის გასაყარზე, მდინარის პირას.

მეჩეთი თანამედროვე ქვის ორსართულიან შენობას წარმოადგენს. შესასვლელში აქვს ხის მინაშენი, რომელიც გარდერობად გამოიყენება. შიგნით კი მოზრდილი დარბაზის გავლით სამლოცველო დარბაზში მოხვედრაა შესაძლებელი. ცალკეა გამოყოფილი მუეძინის ოთახი.

სამლოცველო დარბაზის ჭერის ცენტრალურ ნაწილში მოწყობილია გუმბათი, მისი სიმაღლე ჭერის სიმაღლე 5, 83 სანტიმეტრია. გუმბათის გარეშე კი სამლოცველო დარბაზის სიმაღლე 5 მეტრსა და 10 სანტიმეტრს შეადგენს. სამლოცველო დარბაზში მოწყობილია შიდა ხის მიმბარი და აივანი, რომელიც ლითონის ბოძებს ეყრდნობა. დარბაზის მარჯვენა და მარცხანე მხარეებში არის ორორი ფანჯარა.  ერთი ფანჯარაა, მიმბარის მხარესაც.

 მეჩეთის ძველი შენობა ბობყვათში არ შემორჩენილა. იგი დღევანდელი სოფლის ცენტრში მდებარეობდა, მაგრამ გასული საუკუნის 50-იან წლებში კომუნისტებმადაანგრიეს, მანამდე კი მას საწყობად იყენებდნენ. ძველი მეჩეთის შენობა ხის იყო და შემკული იყო ხისავე ჩუქურთმებით.  სალოცავად ადგილობრივი მოსახლეობა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში დადიოდა.

90 -იანი წლების დასაწყისში ადგილობრივი მორწმუნეები ჯერ მეზობელ სოფელ ხუცუბანში დადიოდნენ სალოცავად, სემდეგ კი ციხისძისრის ერთერთ უბანში, ყოფილი შხამქიმიკატების საწყობში მოწყობილ სამლოცველოში.

1994 წლიდან ბობოყვათის მრევლი ყოველკვირეულ ლოცვებს ყოფილი ჩაის ფარდულში აღასრულებდა. 2004 წელს კი აიგო დღევანდელი მეჩეთის შენობა.  მეჩეთს აქვს მინარეთი რომლის სიმაღლე 12 მეტრია. მინარეთი 2019 წელს დაიდგა.

მეჩეთის მრევლის წარმომადგენელთა თქმით მინარეთის  დადგმას ხელისუფლების მხრიდან გარკვეული პრობლემები მოჰყვა და მისი აღება მოითხოვეს. საბოლოოდ კი ყველაფერი ჯარიმით დასრულდა.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

bobokvati (9)

bobokvati (8)

bobokvati (7)

bobokvati (6)

bobokvati (5)

bobokvati (4)

bobokvati (3)

bobokvati (2)

bobokvati (1)

ბობოყვათის მეჩეთი