• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ფერსათის მთის მეჩეთი

ფერსათის მთის მეჩეთი სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში სუბალპურ ზონაში მდებარეობს. მთა ზღვის დონიდან 2372 მეტრის სიმაღლეზე მდინარეების – ოცხესა და ქვაბლიანის შორისაა და ზაფხულობით სეოზონური მესაქონლეობისთვის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა იყენებს.

   ფერსათის მეჩეთი აქ არსებული დასახლების შუაში, გაშლილ ველზე მდებარეოს და ხის პატარა, ერთსართულიან ნაგებობას წარმოადგენს. საძირკვლად გამოყენებული აქვს ქვები, რომლებიც ოთხივე კუთხესაა დაყენებული და შენობა მასზე დადგმული.     მეჩეთი საკმაოდ მოკრძალებულია და მხოლოდ სეზონურად არის დატვირთული.

     სახურავი ორფერდაა და კედლები ნალექისაგან დაცვის მიზნით, მთლიანადაა დაფარული თუნუქის ფურცლებით. შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან აქვს. იქვეა მოწყობილი მცირე გარდერობი და აბდესხანა.

     ჰოლიდანაა შესასვლელი სამლოცველო დარბაზის გადატიხრულ უკანა სივრცეში, სადაც საჭიროების შემთხვევაში ქალები ლოცულობენ.  მისი  ფართობი 27 კვადრატულ მეტრამდეა.     დაახლოებით ამ ზომისაა  სამლოცველო დარბაზის წინა, ძირითადი ნაწილიც. აქ სამხრეთის კედელში ხის თაღოვანი მიჰრაბია  მოწყობილი და კედლები ფერადი საღებავებითაა შეღებილი. მიჰრაბისაგან მარჯვნივ ხისავე რამდენიმესაფეხურიანი   მიმბარი დგას.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

fersati (10)

fersati (9)

fersati (8)

fersati (7)

fersati (6)

fersati (5)

fersati (4)

fersati (3)

fersati (2)

fersati (1)