• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ხოსპიოს მეჩეთი

ხოსპიოს მეჩეთი სამცხე-ჯავახეთის მხარის ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 1720 მეტრზე სოფელ ხოსპიოში მდებარეობს. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფელ ხოსპიოში 385 ადამიანი ცხოვრობს.

   მეჩეთი დრეისათვის უმოქმედოა. იგი ფალავანდიშვილთა საგვარეულოს მიერ მე-18-19 საუკუნეშია აგებული. საბჭოთა პერიოდში მეჩეთი საწყობად იყო გამოყენებული.

    ხოსპიოს მეჩეთი გეგმით მარკუთხა შენობაა. ნაგებია ნატეხი ქვით. კუთხეებისთვის და ლავგარდანისთვის კი გამოყენებულია კარგად დამუშავებული ქვის კვადრები. შემკულია მაღალი, თაღოვანი სარკმელებით. თაღოვანია ჩრდილოეთის მხარეს არსებული შესასვლელიც.

    თავდაპირველლად მეჩეთს უნდა ჰქონოდა შიდა აივანიც. ამაზე მიუთითებს დასავლეთის კედელში, მეორე სართულის დონეზე არსებული კარიც და ინტერიერში შერჩენილი ხის კოჭების ჩასასმელი ბუდეებიც.

     მეჩეთს საკმაოდ საინტერესო ჭერი აქვს. იგი არ არის სწორი და ერთიანი. მთლიანად ეყრდნობოდა მეჩეთის ინტერიერში არსებული სვეტების ორ მწკვრივს და არის ნახევრადრკალისებული. სამხრეთის კედელში შემორჩენილია შეისრულთაღოვანი მიჰრაბი.     დღეისათვის მეჩეთი სავალალო მდგომარეობაშია. დაზიანებული აქვს სახურავი და არსებობს მისი ჩამოქცევის საფრთხე.  ხშირად ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამოყენებულია საქონლის სადგომად.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

xospio (20)

xospio (19)

xospio (18)

xospio (17)

xospio (16)

xospio (15)

xospio (14)

xospio (13)

xospio (12)

xospio (11)

xospio (10)

xospio (9)

xospio (8)

xospio (7)

xospio (6)

xospio (5)

xospio (4)

xospio (3)

xospio (2)

xospio (1)