ჩანტლისყურის ძველი მეჩეთი
ჩანთლისყურის ძველი მეჩეთი ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის თემში ზღვის დონიდან 480 მეტრ სიმაღლეზე ქალაქ ყვარლიდან 18 კილომეტრში მდებარეობს.
სოფელში დაახლოებით 400-მდე ადამიანი ცხოვრობს და მათ უმრავლესობას ჩრდილოკავკასიიდან გადმოსახლებული ავარები შეადგენენ.
ადგილობრივთა თქმით ჩანთლისყურის მეჩეთი გასულ საუკუნეში 1957 წელსაა აგებული.
მეჩეთი მომცრო, მართკუთხა ფორმის ნაგებობას წარმოადგენს. იგი ადგილობრივი რიყის ქვითაა ნაგები. მისი სიგრძე 7 სიგანე კი 6 მეტრია, ხოლო ჭერის სიმაღლე დაახლოებით ორ მეტრს შეადგენს. მეჩეთს შესასვლელში აქვს მცირე ტერასა და ხის იატაკი. ბოლო წლებამდე მას ქალების სამლოცველოდ იყენებდნენ. სამლოცველო დარბაზში, სამხრეთით არის ღიობი, სადაც მიჰრაბია მოწყობილი. ჩანთლისყურის ძველი მეჩეთი დღეისათვის მიტოვებულია და აღდგენას საჭიროებს.