• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ერისიმედის მეჩეთი

 ერისიმედის მეჩეთი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ჯუგაანის თემში მდებარეობს. სოფელი აზერბაიჯანის საზღვარზე, ალაზნის მარჯვენა ნაპირზეა გაშენებული.

სოფელი ერისიმედი 1989 წელს დაარსდა და მასში აჭარიდან გადასახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ. მოსახლეობა დაახლოებით 300 კაცია.

ერისიმედის მეჩეთის ნაგებობა თავდაპირველად ორსართულიან საცხოვრებელ სახლს წარმოადგენდა. სამლოცველოდ 90-იანი წლების ბოლოს გადააკეთეს და უკანა მხარეს მეჩეთს საკმაოდ ვრცელი ოთახი მიაშენეს, რომელიც სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენება.

მეორე სართულზე მოხვედრა აღმოსავლეთ მხარეს არსებული გარე კიბით არის შესაძლებელი. შენობის პირველ და მეორე სართულებზე სამლოცველო ფართებია მოწყობილი. სამხრეთის კედელზე განთავსებულია ოვალურთაღოავანი მიჰრაბი და ხის რამდენიმე საფეხურიანი მიმბარი.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

erisimedis mecheti (7)

erisimedis mecheti (6)

erisimedis mecheti (5)

erisimedis mecheti (4)

erisimedis mecheti (3)

erisimedis mecheti (2)

erisimedis mecheti (1)