• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

თეფებაშის მეჩეთი

   თეფებაშის მეჩეთი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მუღანლოს თემში ზღვის დონიდან 460 მეტრზე სოფლის ცენტრში  მდებარეობს.

   2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა 3000 ადამიანზე მეტია და მათი ამსოლუტური უმრავლესობა ეთნიკური აზერბაიჯანელია.

   თეფებაშის მეჩეთი ადგილობრივი მრევლის მიერ 2000 წელს იქნა აგებული.

 მეჩეთი ერთსართულიანი ნაგებობაა. დგას დაბალ ფუნდამენტზე. შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან აქვს, სადაც მთელ სიგრძეზე თაღები გასდევს. მისი ფორმა  კვადრატს უახლოვდება.

     ტერასიდან სამლოცველო დარბაზში მოხვედრაა შესაძლებელი. დარბაზი სადადაა მოწყობილი. მისი ფართობი დაახლოებით 60 კვადრატული მეტრია.

    სამხრეთის კედელზე ოვალურთაღოვანი მიჰრაბია მოწყობილი, მის გვერდით კი ორსაფეხურიანი პატარა ხის მიმბარია.

   ჭერის სიმაღლე სამ მეტრზე მეტია,  ჭერში საკმოდ დიდი ზომის სარკმელებიანი გუმბათია განთავსებული.

მეჩეთს აქვს მრგვალი რკინაბეტონის კონსტრუქციით ნაგები მინარეთი, რომლის სიმაღლე დაახლოებით 8 მეტრია.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

tepebashı0

tepebashı

tepebashi (1)

tepebashi (2)

tepebashi (3)

tepebashi (4)

tepebashi (5)

tepebashi (6)