• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

გორგაძეების მეჩეთი

გორგაძეების მეჩეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიცპალიტეტის სოფელ ხალას თემში ზღვის დონიდან 240 მეტრზე მდებარეობს. სოფელში 1300 მდე კაცი ცხოვრობს.

  მეჩეთი სოფლის განაპირას გორაკზე დგას. გეგმით მართკუთხაა. საშენ მასალად გამოყენებულია რიყისა და ნატეხი ქვა, რომლითაც საძირკველია ამოყვანილია შენობა კი ხისაა.  გადმოცემით აგებულია მე-19 საუკუნეში.

     თავდაპირველი შენობიდან მხოლოდ საძირკვლის ნაშთები და კედლის ნაწილია შემორჩენილი, რომლებიც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. სახურავისთვის დღესდღეობით გამოყენებულია ლითონის ფურცლები. თავდაპირველად კი კრამიტით ყოფილა დახურული.

 გორგაძეების მეჩეთს არ აქვს აბდესხანა და მინარეთი.

    შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან, ცენტრშია მოთავსებული. შემორჩენილია ოვალური ფორმის ძველი კიბის ნაშთიც. მეჩეთი ერთსართულიანია. შიგა ინტერიერი მეჩეთს საკმოად მოკრძალებული აქვს. მოპირკეთებულია ხით. სამხრეთი კედლის ცენტრში კედელში ჩაღრმავებული მიჰრაბია მოწყობილი. მისგან მარჯვნივ კი რამდენიმე საფეხურიანი მიმბარია.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *