• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ზედა ლეღვას მეჩეთი

ზედა ლეღვას მეჩეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციაპლიტეტში ზღვის დონიდან 120 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

     2014  წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფელ ლეღვაში 2 000-ზე მეტი ადამიანი  ცხოვრობს.

    ზედა ლეღვას მეჩეთი გეგმით კვადრატული ორსართულიანი ნაგებობაა. დგას დაბალ საძირკველზე. ნაგებია ბეტონის ბლოკებით და ფასადი შელესილია ბათქაშით. სახურავისთვის გამოყენებულია ლითონის ფურცლები.

   მეჩეთი 1994 -1995 წლებში ადგილობრივი მრევლის მიერ გაღებული სახსრებით აიგო.   შესასვლელი ჩრდილოეთის მხარეს, ცენტრში მდებარეობს. შესასვლელში ვრცელი ჰოლია, რომლის მარჯვენა მხარეს მოწყობილია მეორე სართულის კიბე.  ჰოლიდან სამლოცველო დარბაზში მოხვედრაა შესაძლებელი. დარბაზი საკმაოდ ვრცელია  და მისი ფართობი 80 კვადრატულ მეტრამდეა.

    დარბაზში შიდა აივნებიცაა, რომლებიც გარდა სამხრეთისა ყველა მხრიდან გასდევს კედლებს, აივანი რიკულებითაა შემოკავებული. საყრდენებად ლითონის სვეტებია გამოყენებული. სამხრეთის კედლის ცენტრში თაღოვანი მიჰრაბია, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ დეკორს. მისგან მარჯვნივ კი  ხის  რამდენიმესაფეხურიანი მიმბარი.

 ჭერის შუაში მოწყობილია მომცრო გუმბათი. ჭერიც და გუმბათიც ხითაა მოპირკეთებულია ხით და გემოვნებითაა დამუშავებული.   ზედა ლეღვას მეჩეთს გააჩნია საკმაოდ ვრცელი ეზო სადაც ნახევრად ღია აბდესხანა და მოზრდილი ბეტონის შენობაა, რომელშიც მედრესეა განთავსებული, არ აქვს მინარეთი.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

legva (1)

legva (18)

legva (17)

legva (16)

legva (15)

legva (14)

legva (13)

legva (12)

legva (11)

legva (10)

legva (9)

legva (8)

legva (7)

legva (6)

legva (5)

legva (4)

legva (3)

legva (2)