• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

თიკერის მეჩეთი

ტექნიკური პარამეტრები

თიკერის მეჩეთი ორსართულიან თანამედროვე ნაგებობას წარმოადგენს, რომელშიც ვრცელი ჰოლიდან სამლოცველო დარბაზში შეიძლება მოხვედრა. ჰოლის მარჯვენა მხარეს იმამის ოთახია მოწყობილი.  დარბაზის ცენტრში ორი ბეტონის სვეტია აღმართული, რომელსაც მეორე სართულის აივანი ეყრდნობა.  წინ კი განთავსებულია განიერი ბეტონის მიჰრაბი და ხის რვა საფეხუარიანი მიმბარი. მარცხენა კუთხეში ჩასმულია ბეტონის ქურსიც. სამლოცველო დარბაზის მთლიანი სივრცე 111 კავდრატია, ჭერის სიმაღლე  მეორე სართულის ქვეშკი 2 მტრი და 51 სანტიმეტრია, მთლიანი დარბაზის სიმაღლე გუმბათის გარეშე 7,29 მეტრია, გუმბათის ერთად კი 7,74 ია. გუმბათში მოწყობილია სარკმელები, რომლებიც დამატებით განათებას უწყობს ხელს. სამლოცველო დარბაზის ყველა კედელში გაჭრილია ფანჯრები, რომლებიც კარგ განათებას უზრუნველყოფენ. მეორე სართულიდან შესაძლებელია  საკმაოდ ფართე, მოაჯირებით შემოსაზღვრულ ღია აივანზე მოხვედრა.

ინფორმატორი:  ??

ადრე მეჩეთი საბჭოთა პერიოდის საცეცხლურის შენობაში იყო, რომელიც უფუნქციოდ დარჩა და მორწმუნეებმა მისი სამლოცველოდ გადაკეთება გადაწყვიტეს. 1991 წელს ამასში უკვე მოქმედებდა მეჩეთი.  მანამდე ხალხი სახლებში ლოცულობდა, პარასკეობით კი ბათუმის ჯამეში დადიოდა. ინიციატივა, რომ აქ ჯამე გახსნილიყო, იმდორინდელი მრევლის წარმომადგენლებს ეკუთვნით. ესენია თოფუზ აბაშიძე, ალექსანრე, ბერიძე და სხვები იყვნენ.

მეჩეთის გახსნის შემდეგ აქ მლოცველები მეოზბელი სოფლიდანაც მოდიოდნენ. არსებული შენობა ვერ იტევდა მორწმუნეებს და ამიტომაც მისი გაფართოება მოხდა. ეს სამუშაოები ადგილობრივებმა შეასრულეს. ავღნიშნავდი ხემზის უსტას – ადგილობრივს, რომელმაც უხელმძღვანელა სამშენებლო სამუშაოებს. 2019 წელს ეს შენობა დაშალეს და მის ადგილას მეჩეთია ახალი შენობა აიგო. ძველი ნაგებობა 70-იან წლებში იყო აგებული, უკვე ამორტიზირებული. ალაგალაგ მას ბზარები გაუჩნდა. რესტავრაციის დროს კი გაირკვა, რომ სამშენებლო მასალის უხარისხობის გამო ეს შეუძლებელი იქნებოდა და ამიტომაც გადაწყდა, რომ ახალი აგებულიყო. ძველი შენობა მლოცველებსაც ვერ იტევდა.

ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის დახმარება აჭარის მუფთს ვთხოვეთ, მან ხელისუფლებასთანაც გაგვიწია შუამოვლობა და ნებართვა მვიღეთ. საჭირო თანხები კი ხუთი სოფლის მცხოვრებლებმა შევაგროვეთ.

ბაბუები ბერიძე ალიოსმანი, ბერიძე შაქირ

როცა რელიგიას არარ ერჩოდნენ, იმ „კაჩიგარიის“ შენობაში, რომელშიც სამედიცინო პუნქტი იყო განთავსებული გადაწყდა მეჩეთის გახსნა. ენევერ აბაშიძემ, თოფუზ აბაშიძემ, აბაშიძე რეზიმმა,  შაინიძე რისაალიმ,  აქვსენტი შაინიძემ,  ბერიძე იური, ბერიძე ალექსანდრე, ბერიძე შაქრომ – აი ამ ხალხმა გადაწყვიტა ეს ამბავი. შენობაში უნებართვოდ შევიდნენ მაშინ. იყო ცოტა მოთხოვნა ზემოდან რომ არ შეიძლებოდა ასე თვითნებურად დაკავება შენობის და რაღაც მსგავსი, მაგრამ მერე ყველაფერი მოგვარდა. მრევლი ბევრი იყო და ზეწოლას მოერდნენ.

პირველი ხოჯა აქ მამუდ ეფენდი ქამაშიძე იყო. პირველი ჯუმა იმან გვალოცია და აქ დიდხანს იყო.

მამუდ ქამაშიძის შემდეგ იმამი იყო ქამადაძე რეჯებ, მერე ადამ შაინიძე, სურმანიძე მურმანი

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *