• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

გელაურის მეჩეთი

იგი მოწყობილია კოლმეურნეობის  ყოფილ დამხმარე ნაგებობაში, რომელიც ხან ადმინისტრაციული დანიშნულების იყო, ხანაც საწყობი. ნაგებია ბეტონის ბლოკებით.

შენობის სესასვლელიდან პირდაპირ მომცრო სამლოცველო დარბაზში ვხვდებით, რომლის ფართი 10 კვადრატული მეტრია.  დარბაზში მოწყობილია ბეტონის ბლოკისაგან მოწყობილი მიჰრაბი. მიჰრაბის ზემოთ დარბაზში გაჭრილია ფანჯარა.

სამლოცველო დარბაზში დგას ორი ხის ბოძი რომლებზეც მოწყობილია შიდა აივანი და მატვე ეყრდნობა ჭერის კოჭები.

ჭერის სიმაღლე გუმბათის ჩათვლით 6 მეტრი და 70 სანტიმეტრია. გუმბათის გარეშე კი 5 მეტრი და 90 სანტიმეტრია. სამლოცველო დარბაზის შიდა აივნის ჭერის სიმაღლე ორ მეტრს შეადგენს და პირველი სართულიდან ასასვლელად მასზე მიდგმულია ხის კიბე. შენობა უხვად ნათდება ფანჯრებით და რამდენიმე სარკმლით, რომლიებიც ფაქტიურად ყველა მხარესაა მოწყობილი.

ინფორმატორი:  იმამი ბეგლარ ქამაშიძე

1976 წელს როცა აქ ჩამოვსახლდით აქ იყო კოლმეურნეობის ფარდული და ლოცვებს იქ აღვავლენდით. „პერესტროიკის“ შემდეგ კი როცა რელიგიური რიტუალების აღსრულების ნებართვა დაგვრთეს მისი მოწესრიგება და გადიდება დავიწყეთ. ძველი შენობიდან დღევანდელი შენობაში შესასვლელი და მარჯვენა მხრის კედლებიცაა ჩართული.

ნებართვა აქ არსებული შენობის მეჩეთად გადაკეთების შესახებ იმდროინდელი ხელისუფლების ზეპირი ნებართვით 1997 წელს მოხდა და თავდაპირველად ამ სალოცავს სხვა სოფლის მცხოვრებლებიც იყენებდნენ. მოგვიანებით კი, როცა მეზობელ სოფლებშიც გაიხსნა ან აშენდა მეჩეთები მრევლი შედარებით შემცირდა.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *