• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

დამია-გიაურარხის იმამ ჰუსეინის მეჩეთი

დამია-გიაურარხის მეჩეთი ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 420 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელი ეთნიკური აზრბაიჯანელებითაა დასახლებული და მოსახლეობა  2 ათას კაცამდეა.

   დამია-გიაურარხის მეჩეთს კვადრატთან მიახლოებული ფორმა აქვს. ნაგებია ბეტონის ბლოკით მისი სიგრძე 12, სიგანე კი  10 მეტრია. საძირკველი შემაღლებულია. აღმოსავლეთის მხარეს არსებულ ტერასაზე, რომელიც შესასვლელის წინაა, კიბეა მიშენებული. ტერასა ბეტონის ორ სვეტს ეყრდნობა და თუნუქის ორფერდა სახურავი აქვს. არ აქვს დამხმარე ნაგებობა და მინარეთი.

   მეჩეთი 2007 წელსაა  აგებული.

    ტერასიდან შესაძლებელია სამლოცველო დარბაზში შესვლა. დარბაზი საკმაოდ ვრცელია. მისი ფართობი ას კვადრატულ მეტრამდეა. ჭერის სიმაღლე სამ მეტრნახევარია, ჭერში თუნუქის ფურცლებით  მოწყობილია საკმაოდ დიდი ზომის სფერული გუმბათი, რომლის სიღრმე სამ მეტრზე მეტია.    სამხრეთის კედლის შუაში მიჰრაბია მოწყობილი, რომელიც თაბაშირითაა დეკორირებული არ გააჩნია მიმბარი.  დარბაზი შიგნიდან თეთრადააა შეღებილი.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

damia gorarxi (7)

damia gorarxi (6)

damia gorarxi (5)

damia gorarxi (4)

damia gorarxi (3)

damia gorarxi (2)

damia gorarxi (1)