• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ახალი მამუდლოს იმამ ყასიმის მეჩეთი

ახალი მამუდლოს მეჩეთი ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტის, შულავერის თემში, ზღვის დონიდან 340 მეტრ სიმაღლეე მდებარეობს.

   სოფელი ეთნიკური აზერბაიჯანლებითაა დასახლებული და მოსახლეობის რიცხვი 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით 560 მდე ადამიანს აღწევს. ახალი მამუდლოს მეჩეთი მომცრო კვადრატულ ნაგებობას წარმოადგენს. სოფელში არსებული გადმოცემით იგი დაახლოებით 180 წლის წინ აშენდა. შენობის კედელში შემორჩენილია  წარწერა, რომელიც მის სიძველეზე მიანიშნებს.

საბჭოთა პერიოდში ახალი მამუდლოს შენობა მაღაზიად იყო გამოყენებული. 90 იან წლებში კი იგი განაახლეს და კვლავ თავდაპირველი ფუნქცია დაუბრუნეს.

     შენობას აქვს დაბალი  საძირკველი. ნაგებია რიყის ქვით და შელესილია ბათქაშით. ჩრდილოეთის მხარეს აქვს ვრცელი ტერასა რომელიც ლითონის სვეტებს ეყრდნობა. თავის მხრივ, ეს სვეტები ამავე დროს სახურავის საყრდენებსაც წარმოადგენენ.

   ტერასიდან არის შესასვლელი სამლოცველო დარბაზში, რომელიც მოკლებულია დეკორს და მეტად სადაა.მისი სიგრძე 6, სიგანე კი 5 მეტრია. სამხრეთის კედელში ჩასმულია ოვალური სადა მიჰრაბი. ახალი მამუდლოს მეჩეთს არ გააჩნია მინარეთი. სახურავში კი მოწყობილია გუმბათი.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

axali mamudlos (7)

axali mamudlos (6)

axali mamudlos (5)

axali mamudlos (4)

axali mamudlos (3)

axali mamudlos (2)

axali mamudlos (1)

Начало формы