განჯალის მეჩეთი
განჯალის იმამ ხუსეინის მეჩეთი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალში მდებარეობს. სოფელი ზღვის დონიდან 320 მეტრზე ალაზნის ვაკეზეა გაშენებული. 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით სოფელში 2300 მდე კაცი ცხოვრობს.
განჯალის მეჩეთი ისტორიულ ნაგებობას წარმოადგენს. კომუნისტურ პერიოდში მაღაზიად, შემდეგ კი საწყობად გამოიყენებოდა. 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა მისი რესტავრაცია.
მეჩეთი ერთსართულიან მართკუთხა ნაგებობას წარმოადგენს შესასვლელიდან პირდაპირ სამლოცველო დარბაზში ხვდებით, ქალების სალოცავი სივრცე ფარდით არის გადატიხრული, სალოცავი დარბაზი საკმაოდ ვრცელია, ის კვადრატული ფორმისაა და სიგრძეც და სიგანეც დაახლოებით 13 მეტრს შეადგენს. დარბაზის ჭერის სიმაღლე სამ მეტრამდეა. შენობას ყველა მხრიდან აქვს ფანჯრები, რითაც სამლოცველო დარბაზი კარგად ნათდება. როგორც ზოგ შიიტურ მეჩეთში განჯალშიც არ არის მიმბარი. მის ნაცვლად დგას კათედრა, საიდანაც წინამძღვარი ქადაგებს.
სამხრეთის კედელში ჩასმულია შეისრულთაღოვანი მიჰრაბი, რომელიც რესტავრაციის დროს შეიღება და პირვანდელი სახით აღარაა შემორჩენილი.
მეჩეთის ეზოში დგას აგურით ნაგები მინარეთი. მისი სიმაღლე დაახლოებით 10 მეტრია, ი ს რესტავრაციის დროს აუგიათ.