კაბალის მეჩთი
კაბალის მეჩეთი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდინარე კაბალისა და ბაისუბნის ხევს შორის, ზღვის დონიდან 330 მეტრის სიმაღლეზე სოფელ კაბალში მდებარეობს.. სოფლის მოსახლეობა 3 ათასზე მეტია.
აშენების ზუსტი თარიღი უცნობია, იგი სავარაუდოდ მეცხრამეტე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში აუშენებიათ.
მეჩეთი კომუნისტურ პერიოდში კოლექტივის საწყობად გამოიყენებოდა.
90- იანი წლების დასაწყისში ადგილობრივმა მოსახლეობამ რესტავრაცია ჩაუტარდა.
შენობა სოფლის ცენტრში დგას. იგი კვადრატულ, დაბალ ფუნდამენტზე მდგარ ნაგებობას წარმოადგენს. მეჩეთის კედლები აგურითაა ნაგები, რომლებსაც სამი მხრიდან ოვალურთაღოვანი ფანჯრები ამშვენებს. სამლოცველო დარბაზი საკმაოდ ვრცელია. სამხრეთის კედელზე შეისრულთაღიანი მიჰრაბია განთავსებული, მისგან მარჯვნივ კი ხის საფეხურებიანი მიმბარი. ფარდითაა გამოყოფილი ქალების სამლოცველო სივრცე. მეჩეთის ეზოში დგას საკმაოდ მაღალი მინარეთი, რომელიც ლითონის მსხვილი მილისაგანაა დამზადებული. მეჩეთში ასზე მეტი მლოცველი ეტევა.