• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

კახარეთის მეჩეთი

კახარეთის მეჩეთი სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში ლელოვანის თემში, ზღვის დონიდან 1160 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელ კახარეთში 2014 წლის მოსახლეობის საყოველტაო აღწერის მიხედვით 285 კაცი ცხოვრობს.

    კახარეთის მეჩეთმა ჩვენამდე ფაქტიურად ნანგრევების სახით მოაღწია. დღეისათვის შემორჩა მხოლოდ კედლები. მშენებლობის ზუსტი თარიღი უცნობია.  შენობა ადგილობრივი მესხების მიერაა აგებული.  1944 წელს კომუნისტურმა რეჟიმმა მესხები შუა აზიაში გადაასახლა.  დღეისათვის სოფელში აჭარის მაღალმთიანეთიდან, იმერეთიდან და რაჭიდან ჩასახლებული მოსახლეობა ცხოვრობს.      შენობა გეგმით ოდნავ წაგრძელებული კვადრატის ფორმა აქვს. ნაგებია ადგილობრივი ქვითა და დუღაბით. კედლებში ჩართულია უფრო ძველი ნაგებობის დეკორირებული ქვებიც. დგას დაბალ, მიწაში ჩასმულ საძირკველზე. თავის დროზე ყოფილა ერთსართულიანი. დასავლეთისა და აღმოსავლეთის მხარეს აქვს მცირე ზომის სარკმლები. სამხრეთის კედლის ცენტრში შემორჩენილია თლილი ქვით მოწყობილი მიჰრაბი. ნაგებობას არ აქვს მინიჭებული ძეგლის სტატუსი.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

kaxareti (18)

kaxareti (17)

kaxareti (16)

kaxareti (15)

kaxareti (14)

kaxareti (13)

kaxareti (12)

kaxareti (11)

kaxareti (10)

kaxareti (9)

kaxareti (8)

kaxareti (7)

kaxareti (6)

kaxareti (5)

kaxareti (4)

kaxareti (3)

kaxareti (2)

kaxareti (1)