• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ზედუბნის მეჩეთი

    ზედუბნის მეჩეთი სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციაპლიტეტში ზღვის დონიდან 1530 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. დაბა ადიგენიდან 18 კილომეტრში. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფელ ზედუბანში 110 კაცი ცხოვრობს.

    ზედუბნის მეჩეთი 1993 წელს უფრო ძველი მეჩეთის საძირკველზე აშენდა და ღღეისათვის რამდენიმე მინაშენის ერთობლიობას წარმოადგენს. მეჩეთი ნაგებია ადგილობრივი რიყისა და კლდის ნაშალი ქვით. პერანგად კი გამოყენებულია ტუფის თლილი კვადრები. კომუნისტურ პერიოდში მეჩეთის მეორე სართული მოარღვიეს და მეცხოველეობის ფერმის მშენებლობისათვის გამოიყენეს.

   გასული საუკუნის90 იან წლებში კი მოსახლეობამ ქვები უკან დააბრუნა და მეჩეთს ჩრდილოეთის მხრიდან მინაშენი გაუკეთა. ზედუბნის მეჩეთის მთავარი ნაგებობა გეგმით ორსართულიანი კვადრატული ნაგებობაა. შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან აქვს. სამლოცველო დარბაზში მოწყობილია შიდა აივანი, რომელიც კედლებს, გარდა სამხრეთისა ირგვლივ შემოუყვება. აივანი ხის სვეტებს ეყრდნობა, რომლებიც ამავე დროს სახურავის კოჭების საყრდენებადაა გამოყენებული.

   სამხრეთის კედელში მიჰრაბია მოწყობილი, რომელიც  ძველი მეჩეთიდანაა შემორჩენილი  და მას დეკორატიული არშია აქვს შემოყოლებული. მიჰრაბის მარჯვნივ ხის საკმაოდ დიდი მიმბარია.

    სამლოცველო დარბაზი მოხატულია. აივნიების მოაჯირები კი ხეზე კვეთილი ჩუქურთმებითაა დამშვენებული. ჩრდილოეთის მხარეს არსებულ მინაშენში აბდესხანა და სამეურნეო დანიშნულების ოთახებია განთავსებული. აქვეა სასწავლებისთვის აგებული ორსართულიანი მინაშენიც.      ზედუბნის მეჩეთს სახურავის ცენტრში ოვალური გუმბათი ადგას და თუნუქის ფურცლებითაა დახურული. მეჩეთს არ გააჩნია მინარეთი.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

zedubani (18)

zedubani (17)

zedubani (16)

zedubani (15)

zedubani (14)

zedubani (13)

zedubani (12)

zedubani (11)

zedubani (10)

zedubani (9)

zedubani (8)

zedubani (7)

zedubani (6)

zedubani (5)

zedubani (4)

zedubani (3)

zedubani (2)

zedubani (1)