• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ზარზმის მეჩეთი

ზარზმის მეჩეთი სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 1340 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფელში დაახლოებით 320 კაცი ცხოვრობს.

     ზარზმის მეჩეთი გეგმით მარკუთხა ორსართულიანი ნაგებობაა. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ხე და ბეტონის ბლოკები. დგას დაქანებულ ფერდობზე. რის გამოც შენობის ნაწილი ხიმინჯებს ეყრდნობა. დახურულია თუნუქის ფურცლებით. თუნუქია შემოკრული შენობის კედლებზეც ნალექის ცუდი ზემოქმედებისაგან დასაცავად. აშენებულია 2010 წელს.     მეჩეთს შესასვლელი დასავლეთის მხრიდან აქვს. შესასვლელში მცირე მინაშენია, სადაც გარდერობი და მეორე სართულზე ასასვლელი ხის კიბეა განთავსებული. პირველ სართულზე სამეურნეო და სასწავლო ოთახებია. სამლოცველო დარბაზი მეორე სართულზეა განთავსებული. მისი ფართობი დაახლოებით 61 კვადრატული მეტრია. დარბაზი სადაა. სამხრეთის კედელში ჩასმულია ოვალურთაღიანი მიჰრაბი. მას მცენარეული ორნამენტი შემოუყვება ირგვლივ. მიჰრაბის მარჯვენა მხარეს ხის საკმაოდ მოზრდილი  მიმბარი დგას.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

zarzma (8)

zarzma (7)

zarzma (6)

zarzma (5)

zarzma (4)

zarzma (3)

zarzma (2)

zarzma (1)