• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ზანავის მეჩეთი

ზანავის მეჩეთი სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 1480 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. დაბა ადიგენიდან 3 კილომეტრში.

     2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფელ ზანავში 300 მდე ადამიანი ცხოვრობს.

    ზანავის მეჩეთი გეგმით მართკუთხა მასიური ნაგებობაა. დგას შემაღლებულ საძირკველზე, რომელიც ფასადის მხრიდან გამოყოფილია დეკორატიული ხაზით. ნაგებია ადგილობრივი ქვით. საპერანგედ გამოყენებულია ადგილობრივი თლილი ტუფის კვადრები.

     მეჩეთი ორსართულიანია. პირველი სართულის დონეზე შენობას აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარეს გასდევს თაღოვანი სარკმლები. თაღოვანი სარკმლების რიგია, მეორე სართულის დონეზეც,. თუმცა, მათი ზომა უფრო მომცროა.

     აგებული უნდა იყოს მე-19 საუკუნის ბოლოს ან მეოცე საუკუნის დასაწყისში. ზუსტი ცნობები მისი აშენების შესახებ არ მოგვეპოვება.

    საბჭოთა პერიოდში შენობა სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულებით იყო გამოყენებული. 1990 -იანი წლების შემდეგ კი ადგილობრივმა მრევლმა მას სამლოცველოს  ფუნქცია დაუბრუნა. მეჩეთი დახურულია თუნუქის სახურავით.

   შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდანაა, სადაც შესასვლელში ჰოლია, ჰოლიდან სამლოცველო დარბაზში შეიძლება შესვლა.      სამლოცველო დარბაზი საკმაოდ ვრცელია. მისი ფართობი 133 კვადრატული მეტრია. დარბაზში ხის შიდა აივანია მოწყობილი, რომელიც სამხრეთის გარდა, ყველა მხარეს აკრავს გარს. შიდა აივანზე ასასვლელი კიბე ჩრდილოეთის მხრიდან, კარის მარჯვნივაა. სამხრეთის კედელში ჩასმულია მიჰრაბი. იგი ნაგებობის თანადროულია და სადა დეკორატიული არშითაა გაფორმებული. მიჰრაბისგან მარჯვნივ ხის მიმბარია მოწყობილი.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

zanavi (13)

zanavi (12)

zanavi (11)

zanavi (10)

zanavi (9)

zanavi (8)

zanavi (7)

zanavi (6)

zanavi (5)

zanavi (4)

zanavi (3)

zanavi (2)

zanavi (1)