• Call us now:

    +995 598 01 01 01

  • Drop us line:

    info@islam.ge

  • Visit Our Office:

    ბათუმი, გორგასალის N1

კაზლარის მეჩეთი

კაზლარის მეჩეთი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ იორმუღანლოს განაპირას თულარის თემში   ზღვის დონიდან 453 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

სოფელში  2014 წლის საყოვეთაო აღწერით 1300-მდე ადამიანი ცხოვრობს.

   მეჩეთი 1993 წელს ადგილობრივი მოსახლეობის შემოწირულობებით აშენდა

    შენობა გზის პირას, დახრილ ფერდობზე დგას. აქვს დაბალი ფუნდამენტი და ერთსართულიანია. ვრცელ შემოსაზღვრულ ეზოში ცალკე დგას მრავალფუნქციური შენობა. იქვეა აბდესხანაც

 ჩრდილოეთის მხარეს მეჩეთს მოზრდილი ტერასა გააჩნია, საიდანაც მთავარ სამლოცველო დარბაზი მოხვედრა შეიძლება.

   დარბაზი მომცროა, მისი ფართობი  დაახლოებით 50 კვადრატული მეტრია. ჭერის სიმაღლე 3 მეტრამდეა და ცენტრში დიდი მოცულობის   გუმბათია განთავსებული.

  სამხრეთის კედელში მოწყობილია სადა მიჰრაბი, მის მარჯვნივ კი რამდენიმე საფეხურიანი ხის პატარა მიმბარი.    მეჩეთის გვერდით ფლიგელზე დადგმულია მრგვალი ბეტონის   მინარეთი, რომლის სიმაღლე დაახლოებით 8 მეტრია.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *