• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

კვირიკეს მეჩეთი

კვირიკის მეჩეთი ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელკვირიკეს ვერულიძეების უბანში მდებარეობს.  თავის დროზე ეს ადგილი სოფლის ცენტრად ითვლებოდა.  მეჩეთისთვისმთებს შორის არსებული პატარა ვაკე ადგილი შეურჩევიათ, მის მოპირდაპირე მხარეს კი სასაფლაოს ტერიტორიაა.

სოფელი კვირიკე ზღვის დონიდან 90 მეტრზე მდებარეობს, ქობულეთიდან 4 კილომეტრითაა და შორებული და მცხორებთა რიცხვი  ორი ათასამდე ადამიანს შეადგენს.

მეჩეთი შენობა ხისგანაა აგებული და ღარისებური კრამიტით დახურული. იგი ერთერთი კარგად შენახული მეჩეთია აჭარაში. დგას ხის ბოძებზე და საძირკველი კედლების გასწვრივ ფლეთილი ქვით აქვს გამოშენებული. საყრდენი ბოძებზე შეინიშნება ძველი ჩუქურთმების კვალი. სავარაუდოდ იგი სხვა, უფრო ძველ შენობას უნდა ეკუთვნოდეს. შენობამ  ჩვენს დრომდე დაუზიანებლად მოაღწია. საბჭოთა პერიოდში იგი არ ფუნქციონირებდა. სხვადასხვა დროს იგი გამოიყენებოდა საწყობად და სოფლის კლუბად. გვერდით ედგა მედრესის შენობა, მაგრამ სამწუხაროდ მას ჩვენამდე არ მოუღწევია.

მიმდებარე ტერიტორიაზე არის ძველი საფლავები, რომელთაგან რამდენიმეს ოსმალური წარწერაა აქვს შემორჩენილი.

შენობის ფორმა კვადრატს უახლოვდება. შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდანაა, სადაც მთელ სიგრძეზე ხარატულ რიკულებიანი აივანი გასდევს. აივნის ბოძები მოჩუქურთმებულია. აივანზე თლილი ქვით მოწყობილი ოვალური კიბით შეიძლება მოხვედრა, რომელიც შუა ნაწილშია განთავსებული.  შენობას აქვს ორი ფანჯარა, რომლებზეც ხის გისოსებია შემორჩენილი.

აივნიდან პირდაპირ სამლოცველო დარბაზში შეიძლება შესვლა. შესასვლელი კარები მასიური ხისაა და იგი სტილიზებული ბროწეულის ჩუქურთმებით უხვადაა მორთული. კარი ოვალურია და მასგავსი ოვალურ თაღიანი კარები გვხვდება მთიანი აჭარის სხვა მეჩეთებშიც.

სამლოცველო დარბაზი კარგად ნათდება მრავალრიცხოვანი ფანჯრებიდან შემომავალი შუქით, რომლებიც დარბაზის სამივე მხარეს ორ მწკრივადაა განთავსებული.  შენობა ორიენტირებულია ყიბლზე. შემორჩენილია თავდაპირველი ხუთბე და მიმბარი, რომელიც ჩუქურთმებითაა შემკული. სამლოცველო დარბაზის ორგვლივ მოჩუქურთმებულ ბოძებზე დაყრდნობილი შიდა ბანია მოწყობილი, რომელიც მანდილოსნებისთვის იყო განკუთვნილია. მასზე მოხვედრა ჩრდილოეთის მხრიდან მოწყობილი ხის კიბით არის შესაძლებელი. ბანი ხარატული რიკულებით არის შემოზღუდული, რომელთა ნაწილი ახლა აღარ არსებობს.

ბანის საყრდენი სვეტები ერთდროულად ჭერის კოჭების საყრდენადაა გამოყენებული. დარბაზის შუა ნაწილის ჭერში კვადრატული დეკორის ნიშაა მოწყობილი. მისი სიმაღლე იატაკიდან  4 მეტრსა და 32 სანტიმეტრს შეადგენს. 

კვირიკის მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

0T7A2549-min

0T7A2548-min

0T7A2547-min

0T7A2544-min

0T7A2539-min

0T7A2533-min

0T7A2531-min

0T7A2525-min

0T7A2523-min

0T7A2522-min

0T7A2520-min

0T7A2517-min

0T7A2514-min

0T7A2510-min

0T7A2508-min

0T7A2507-min

0T7A2502-min

0T7A2500-min

0T7A2497-min

0T7A2495-min

kvirike2 (1)

kvirike2 (19)

kvirike2 (18)

kvirike2 (17)

kvirike2 (16)

kvirike2 (15)

kvirike2 (14)

kvirike2 (13)

kvirike2 (12)

kvirike2 (11)

kvirike2 (10)

kvirike2 (9)

kvirike2 (8)

kvirike2 (7)

kvirike2 (6)

kvirike2 (5)

kvirike2 (4)

kvirike2 (3)

kvirike2 (2)