• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

მოხეს ახალი მეჩეთი

მოხეს ახალი მეჩეთი სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 1450 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. დაბა ადიგენიდან 13 კილომეტრში.

     2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფელ მოხეში 254 კაცი ცხოვრობს. მათი ნაწილი გასული საუკუნის 60-იან წლებში მაღალმთიანი აჭარიდან გადასახლებულ ეკომიგრანტებს წარმოადგენენ.

     მოხეს ახალი მეჩეთი გეგმით კვადრატული, ორსართულიანი ნაგებობაა. ნაგებია ბეტონის ბლოკით და დგას დაბალ საძირკველზე. იგი 2017 – 2018 წლებში აშენდა.

   შენობას ყველა მხრიდან აქვს თაღოვანი სარკმელები რის გამოც  სამლოცველო დარბაზი კარგად არის განათებული. სახურავისთვის გამოყენებულია თუნუქის ფურცლები. სახურავის ცენტრში კი მოწყობილია საკმაოდ დიდი გუმბათი.

   ჩრდილოეთის მხარეს  ერთსართულიანი მინაშენია, რომლის შუაშიც ჰოლია. ჰოლის   მარჯვენა და მარცხენა მხარეს  აბდესხანა და სველი წერტილებია განთავსებული.  ჰოლიდანაა შესასვლელი  სამლოცველო დარბაზშიც,   სამლოცველო დარბაზი საკმაოდ დიდია. მისი ფართობი დაახლოებით ასი კვადრატული მეტრია. დარბაზის კედლების გასწვრივ, გარდა სამხრეთისა შიდა აივნებია.      სამხრეთის კედლის შუაში  მიჰრაბია ჩასმული. მისგან მარჯვნივ კი ხის მოზრდილი მიმბარი დგას.  დარბაზის ჭერში ოვალური გუმბათია, რომელიც მცენარეული ორნამენტითაა მოხატული.  სამლოცველო დარბაზის მორთულობა მეტად სადაა.