• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ხუცუბნის მეჩეთი

მთხრობელი თემურ მოწყობილი მეუღლე ეთერი

ამ სოფელში ეს პირველი მეჩეთია. მამაჩემი ძალიან მორწმუნე კაცი იყო. პირველი ეზანი დეიძახა. ახმედ მოწყობილი. თურქეთში მიიღო განათლება. კომუნისტების დროს ეს შენობა საწყობი იყო. ბაჯელიჯეების გვარის აშენებული. ქვები ურმით ამოზიდეს მდინარიდან. იქვე თლიდნენ და ამოჰქონდოთ. ეს მე ეიზი ბაუჟაძემ მიამბო. ბერძენმა ოსტატებმა ააგეს. მცხოვრებლებმა ოსტატებს სიმინდით და სურსათ-სანოვეგით გადაუხადეს. მშენებლობა რომ დამთავრდა სწორედ მაშინ კომუნისტებიც შემოვიდნენ. საბჭოთა პერიოდში აქ საწყობი იყო.

კომუნისტების შემდეგ აქ თურქეთიდან მუჰაჯირთა შთამომავლები ჩამოვიდნენ (გვარად ართმელაძეები) და იმათმა გამოთქვეს სურვილი, რომ აღედგინათ. ეს მოხდა 194 წელს.

ხუთი ოსტატი ვმუშაობდით მშენებლობაზე. წელიწადნახევარი დასჭირდა აღდგენას.  მაშინ დენის პრობლემა იყო. ღამე მოდიოდა და ამიტომაც ჩვენც ღამით ვმუშაობდით. მას შემდეგ მოქმედია ეს მეჩეთი.გვერდზე რომ გადმოიხედავ და კედლის ნაშთი ჩანს, მაქ მედრესა იყო. მაქ ხოჯები რომ ამოვიდოდნენ აქ ისინი ღამეს ათევდნენ.

მეორე აუდიო ფაილი თემური გვარი ???

აშენებულია 1923 წელს. შიგნით ძალიან ლამაზი იყო ძალიან. საწყობი იყო. სურსათს ინახავდნენ.

ხუცუბნის მეჩეთი

დგას სოფლის შემაღლებულ ადგილას მდებარე ბორცვზე. აგებულია ადგილობრივი თლილი ქვით 1923-24 წლებში. სხვადასხვა წყაროების ცნობით აგებულია სოფელ დაგვაში მცხოვრები ბერძენი ოსტატების მიერ. შენობა კვადრატული ფორმისაა. ფასადის მხარეს მცირე დეკორიც გააჩნია. შუაშია განთავსებულია თაღოვანი კარი, რომლითაც შიგნით შესვლაა შესაძლებელი. თავდაპირველად შიგა სივრცე ორსართულიანი ყოფილა და სამლოცველო დარბაზში შიგა აივანიც იყო მოწყობილი, მაგრამ არ შემონახულა.

მეჩეთს აქვს საკმაოდ ვრცელი სამლოცველო დარბაზი. მასში დგას ოთხი სვეტი. ეს სვეტები ერთდროულად გამოყენებულია შიდა აივნის და ჭერის საყრდენებად.

სამლოცველო დარბაზის მთლიანი ფართი 160 კვადრატული მეტრია. დარბაზის მარჯვინივ და მარცხნივ კედლებში გაჭრილია თაღოვანი ფანჯრები. ჭერში განთავსებულია საკმაოდ დიდი გუმბათი. ჭერის სიმაღლე გუმბათან ერთად ათ მეტრს შეადგენს. დარბაზში შემორჩენილია გათლილი ქვის ძველი მიჰრაბი.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *