• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

თივის ძველი მეჩეთი

თივის ძველი მეჩეთი ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფლის თემში, ზღვის დონიდან 420 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ქალაქ ყვარლიდან 17 კილომეტრში.

2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფელში 330-მდე ადამიანი ცხოვრობს

თივის ძველი მეჩეთის მშენებლობის თარიღი უცნობია. იგი სოფელში ავარების ჩამოსახლების დროს აუგიათ. 1944  წელს მოსახლეობა გადაასახლეს შუა აზიაში და მხოლოდ  50-იან წლებში მისცეს დაბრუნების ნება.  დაბრუნების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტური რეჟიმი იყო, ადგილობრივებს გაპარტახებული  მეჩეთი კვლავ აღუდგენიათ. მეჩეთის ერთსართულიანი მართკუთხა  შენობაა, მისი  სიგრძე 14, სიგანე კი 9 . მეტრია

 შესასვლელში  მოზრდილი ტერასაა, რომელიც    შეხვედრებისთვის გამოიყენება.  სამლოცველო დარბაზი  საკმაოდ ვრცელია  მისი ფართობი 97 კვადრატული მეტრია.. ჭერის სიმაღლე თითქმის სამ მეტრს აღწევს.  ქალთა სამლოცველო ფარდითაა გატიხრული.  სამხრეთის კედელში ჩასმულია შეისრულთაღოვანი მიჰრაბი, აქვეა ხის   მცირე მიმბარი.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

tivis dzveli (3)

tivis dzveli (2)

tivis dzveli (1)