• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ხალას მეჩეთი

ხალას მეჩეთი ქობულეთის მუნიცპალიტეტის სოფელ ხალაში მდებარეობს. ზღვის დონიდან 240 მეტრზე. სოფელში 1300 მდე კაცი ცხოვრობს. მეჩეთი მდინარე ჩაქვისწყლის პირას ვრცელ მინდორზე მდებარეობს და ირგვლივ საფლავებია.

  მდინარის სიახლოვის გამო საფლავების ნაწილი დამეწყრილია და მდინარის კალაპოტი მეჩეთთან შედარებით მოახლოებული.

  ხალას მეჩეთი მე -19 საუკუნის ბოლოს არის აგებული. მშენებლობაზე ადგილობრივები მუშაობდნენ. კომუნისტების დროს იგი ხან საწყობად, ხან კი მაღაზიად იყო გამოყენებული. 90-იან წლებში მეჩეთს ჩაუტარდა რესტავრაცია და დღეს იგი მოქმედია.    

   მეჩეთის შენობა ორსართულიანია. აგებულია ადგილობრივი თლილი ქვით. რესტავრაციამდე მეორე სართულს  ხის ღია აივანი ჰქონია, რომელიც 90-იანი წლების რესტავრაციის დროს გადააკეთეს.

   შესასვლელის ერთ კუთხეში სამ ონკანიანი აბდესხანაა მოწყობილი. სამლოცველო დარბაზი საკმაოდ ვრცელია მისი ფართობი 60 კვადრატამდეა. ჩრდილოეთის მხარეს მეორე სართულზე მოწყობილია  სამლოცველო ფართი. დარბაზის ცენტრი არის ორი სვეტი, რომლებსაც სახურავის კოჭები ეყრდნობა. ჭერის სიმაღლე გუმბათის  ჩათვლით 5 მეტრი და 80 სანტიმეტრია. სამლოცველო დარბაზში შემორჩენილია ძველი მიმბარი და ქურსი, რომლებიც  მდიდრულადაა მოჩუქურთმებული. სამხრეთის კედელში ჩასმულია თლილი ქვის თაღოვანი მიჰრაბი, რომელიც რესტავრაციის დროს შეუღებავთ და ძველი სახე აღარაა შენარჩუნებული.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

DJI_0019-min

0T7A3434-min

0T7A3432-min

0T7A3431-min

0T7A3429-min

0T7A3426-min

0T7A3422-min

0T7A3419-min

0T7A3417-min

0T7A3412-min

0T7A3409-min

0T7A3407-min

0T7A3402-min

0T7A3399-min

0T7A3395-min

0T7A3394-min

0T7A3390-min

0T7A3386-min

0T7A3385-min

0T7A3383-min

0T7A3382-min

0T7A3380-min

0T7A3376-min

0T7A3374-min

0T7A3369-min

0T7A3365-min